დაბალბიუჯეტიანი დასვენებისათვის ყველაზე საუკეთესო ევროპული ქალაქები ცნობილია. რეიტინგი ბრიტანულმა ასოციაცია Which?-ს მიერაა შედგენილი, რომელსაც პოლონური ქალაქი კრაკოვი ლიდერობს.

მეორე ადგილზეა ვალენსია, ხოლო მესამეზე – ბუდაპეშტი.

Which?-მა რეიტინგი ევროპულ ქალაქებზე არსებული მოთხოვნის მიხედვით შეადგინა და გაითვალისწინა ასევე საცხოვრებელი ბინების ფასი, ღირსშესანიშნაობები, საკვები, სასმელი, ტრანსპორტი, შოპინგის შესაძლებლობა და ზოგადად ტარიფები.