ტურიზმის ადმინისტრაცია რეგულაციებზე იწყებს მუშაობას, რომლითაც Airbnb-ზე ბინის გაქირავების სერვისი დარეგულირდება.

Airbnb-ი გახდა ძალიან ბევრი სასტუმროს კონკურენტი და შეაწუხა სასტუმროები, უხეშად რომ ვთქვათ, ამ სიტუაციამ. ამ მიმართულებით იგეგმება ის, რომ ჩვენ ვსწავლობთ ყველაზე კარგ მაგალითს, თუ როგორ დარეგულირდა სხვა ქვეყნებში ეს. ჩვენი ამოცანაა, ერთი მხრივ, არსებულ სასტუმროებს არ შეექმნათ პრობლემა იმიტომ, რომ ვიღაცა გადასახადს არ იხდის. ეს არის ერთი მხრივ, ბიზნესს არ შეეხოს პრობლემა, მეორე ის გადასახადი, რა თქმა უნდა, დამატებითი შემოსავალია პირდაპირ ქვეყნის ბიუჯეტში და ამის ადმინისტრირება უნდა მოხდეს,“ – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტვ პირველზე, საქმიან დილაში სტუმრობის დროს.