არასოდეს ყოფილხართ Spice Girls-ის კონცერტზე, მაგრამ ჯგუფთან სიახლოვე გსურთ? ირიბ შანსს Airbnb-ის პლატფორმა გაძლევთ. როგორ? Airbnb-ის საშუალებით, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ეძლევა ღამე Spice Bus-ში გაატაროს, რომელიც გამოყენებული იყო 1997 წელს ფილმში Spice World.

Spice Girls-ის ​Spice Bus-ში ღამის თევა 184 დოლარიდან ღირს. აღსანიშნავია, რომ ორსართულიანი ავტობუსი სტუმრებისათვის ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ 2 ღამით: 14 და 15 ივნისს. ამ პერიოდში ავტობუსის პარკირება ლონდონის პარკის ტერიტორიაზე მოხდება, სადაც საკონცერტო დარბაზიც მდებარეობს, Spice Girls-ის კონცერტი გაიმართება.

ავტობუსი 24 საათიანი დაცვის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, რაც ​Spice Bus-ის სტუმრებს და ზოგადად Spice Girls-ის ფანებს სხვადასხვა გაუთვალისწინებელი ქმედებებისგან იხსნის.