ტოკიოს ნარიტას საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორმა კომპანიამ რობოტი წარმოადგინა, რომელიც ტერმინალის შენობის დაცვას განახორციელებს. აეროპორტის ტერიტორიაზე რობოტების მიერ პატრულირების განხორციელება, აეროპორტის უსაფრთხოებას კიდევ უფრო გაზრდის, რაც თავის მხრივ 2020 წელს დაგეგმილ ოლიმპიადასა და პარაოლიმპიადას უკავშირდება.

რობოტები აეროპორტში მუშაობას 3 ივნისიდან შეუდგებიან. 120 სმ სიგრძის რობოტი აღჭურვილია მრავალი კამერით და სენსორებით.

რობოტს შეუძლია თავიდან აიცილოს სხვადასხვა დაბრკოლებები და ტერმინალის პატრულირება განახორციელოს.

აღსანიშნავია, რომ იაპონიის რკინიგზა, თანამშრომელთა სიმცირის გამო, უსაფრთხოების დაცვისთვის რობოტებს უკვე იყენებს.