ევროპარლამენტი დათანხმდა რეგულაციის პროექტს, რომელიც მოკლევადიან გაქირავებაში გამჭვირვალობის ზრდას ითვალისწინებს. თუ კი პროექტი იქნება მიღებული და დამტკიცებული ის უნდა განხორციელდეს 24 თვის განმავლობაში.
ახალი წესების თანახმად, დაჯავშნის პლატფორმებს, როგორიცაა Airbnb, Booking.com და სხვა, მოუწევთ რეგულარულად გადასცენ თავიანთი სამუშაოს შესახებ მონაცემები ევროპულ ხელისუფლებას. ბინის მეპატრონეები უფრო სერიოზულად შემოწმდებიან, მაგრამ კრიტერიუმები ყველასთვის სტანდარტიზებული იქნება.
ევროკავშირი იმედოვნებს, რომ ახალი წესები მოგზაურთა ცხოვრებას გაუადვილებს და ადგილობრივების კომფორტს დაიცავს. როგორც ევროპარლამენტი აღნიშნავს, მაშინ, როცა მოკლევადიან განსახლებას სარგებელი მოაქვს როგორც მასპინძლებისთვის ასევე ტურისტებისთვის, ის ასევე პრობლემებს უქმნის ზოგიერთ თემს და ზრდის საცხოვრებლისა და ცხოვრების ხარჯებს.