ლატვიური ავიაკომპანია airBaltic-ი 2020 წელს 1,340 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც 73%-ით ნაკლებია 2019 წლის სტატისტიკურ მონაცემებთან შედარებით. 

2020 წელს ავიაკომპანიამ 22.3 ათასი რეისი განახორციელა. 

“2020 წელი ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე რთული წელია, რაც კი კომერციული ავიაციას განუცდია. მთელი წლის განმავლობაში ჩვენ ვახერხებდით რიგიდან და ბალტიისპირეთიდან მნიშვნელოვანი მიმოსვლის შენარჩუნებას.

ბალტიის რეგიონის სამომავლო განვითარებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ პანდემია კონტროლქვეშ მოექცეს და შემდეგ airBaltic-ი განვითარების გზას დაუბრუნდეს”,- განაცხადა ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა მარტინ გაუსმა.

შეგახსენებთ, რომ airBaltic-მა 2019 წელს 5,049 მლნ მგზავრი გადაიყვანა, რაც 22%-ით მეტია 2018 წელს გადაყვანილ მგზავრთნაკადთან შედარებით.