ლატვიური ავიაკომპანია airBaltic-მა 200 მლნ ევროს ღირებულების, 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გამოუშვა, რომლის საპროცენტო განაკვეთიც 6.75%-ს შეადგენს. ავიაკომპანიის ობლიგაციები 25 ქვეყნის 100-მდე ინვესტორმა იყიდა.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, ობლიგაციების შესყიდვაზე საბოლოო დოკუმენტები 30 ივლისამდე გაფორმდება.
ობლიგაციები კოტირებული იქნება დუბლინის საფონდო ბირჟაზე Euronext. აღსანიშნავია, რომ ივლისის დასაწყისში airBaltic-მა Standard&Poor’s-გან საკრედიტო რეიტინგი BB- მიიღო “სტაბილური” მიიღო.
6 დღის განმავლობაში airBaltic-ის ხელმძღვანელობა J.P. Morgan-თან და SEB-თან ერთად პოტენციურ ინვესტორებთან მართავდა შეხვედრებს.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს airBaltic მოგება 46%-ით გაიზარდა და 5,4 მლნ ევრო შეადგინა, ხოლო შემოსავალი 18%-ით და 408,7 მლნ ევრო შეადგინა.