Turkish Airlines-ი მომხმარებელს ფასდაკლების აქციას სთავაზობს. აქცია საკმაოდ მრავალფეროვან მიმართულებებს მოიცავს – ახლო აღმოსავლეთისკენ, აფრიკის, შუა აღმოსავლეთისკენ, სამხრეთ ევროპასა და ამერისკისკენ.

შეთავაზების ფარგლებში ბილეთების დაჯავშნა შესაძლებელია 22 ივლისიდან 7 აგვისტომდე, სამოგზაურო პერიოდი მოიცავს 2019 წლის 1 ნოემბრიდან 2020 წლის 31 მარტამდე. სააქციო ფასები ვრცელდება ორმხრივ ეკონომკლასის ბილეთებზე. მოგზაურობის პერიოდი უნდ ამოიცავდეს მინიმუმ 2 დღეს.

აქციის პირობებში აზიის მიმართულებით ფასები 399 ევროდან იწყება, აშშ-სკენ 499 ევროდან, შუა აღმოსავლეთისკენ – 179 ევროდან.

ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში მგავრობის წესები და პირობები იცვლება.

ბილეთში შედის აეროპორტის მოსაკრებლის გადასახადი, ფასები შესაძლოა შეიცვალოს კურსის ცვალებადობის შემთხვევაში.