აგვისტოში, airBaltic-ის ყველაზე პოპულარული მიმართულებები იყო: კოპენჰაგენი, მალაგა და ლონდონი. აღნიშნული მიმართულებების მიმართ ინტერესი მაღალი იყო როგორც ტურისტებში, ასევე მივლინებაში მყოფთა შორის, იტყობინება ავიაკომპანიის პრესსამსახური.
გარდა ამისა, ზაფხულის ბოლო თვეში ესტონეთის მოსახლეობაში ასევე პოპულარული იყო ფრენები ნიცაში, ვილნიუსში, პარიზსა და სპლიტში.
აღსანიშნავია, რომ airBaltic-მა აგვისტოში 83 000-ზე მეტი ესტონელი მგზავრი გადაიყვანა, რაც 24%-ით მეტია, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებზე.
ზაფხულის ბოლო თვეში ავიაკომპანიამ 696 რეისი შეასრულა, რაც 7%-ით მეტია 2022 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე.