ლატვიური ავიაკომპანია airBaltic-ის თვითმფრინავი რიგის აეროპორტში თოვლში გაიჭედა. Airbus A220-300, რომელიც სტოკჰოლმი-რიგის რეისს ასრულებდა რიგის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდომისთანავე ასაფრენ/დასაფრენ ბილიკზე მოსრიალდა და საბოლოოდ თოვლში გაიჭედა.
ბორტზე 44 მგზავრი იმყოფებოდა. არავინ არ დაშავებულა. მგზავრების ევაკუაცია სამგზავრო განყოფილებიდან სტაციონარული კიბეებით მოხდა, შემდეგ კი ისინი ავტობუსებით გადაიყვანეს ტერმინალში. გადაუდებელი ევაკუაცია არ განხორციელებულა.