ლატვიურმა ავიაკომპანია airBaltic-მა 2023 წლის ზაფხულის განრიგში რეკორდული რაოდენობის მარშრუტების დამატების შესახებ განაცხადა.
პირველად ისტორიაში, ავიაკომპანია ერთდროულად 20 ახალ რეისს გახსნის სეზონის განმავლობაში.
ახალი მარშრუტები დაგეგმილია ოთხი airBaltic ბაზიდან და გაიხსნება ეტაპობრივად 2 აპრილიდან 16 მაისამდე.
ლატვიური ავიაკომპანიის ქსელი შეივსება 10 რეისით რიგიდან, ოთხი მარშრუტით ტალინიდან, ოთხი მარშრუტით ვილნიუსიდან და ორი მარშრუტით ფინეთის ქალაქ ტამპერედან.
„ჩვენ ვაგრძელებთ ერთგულებას ჩვენი მშობლიური ქალაქების მიმართ ბალტიისპირეთში და გავაუმჯობესებთ რეგიონის კავშირს სხვა ქვეყნებთან. ჩვენ მოხარულნი ვართ გავაფართოოთ airBaltic-ის სერვისები როგორც ახალი მარშრუტებით, ასევე არსებული ტურისტული მარშრუტებით ფრენების სიხშირის გაზრდით“, – განაცხადა airBaltic-ის ხელმძღვანელმა მარტინ გაუსმა.
airBaltic არის უდიდესი ავიაკომპანია ბალტიისპირეთის ქვეყნებში. მისი ფლოტი მოიცავს 39 Airbus A220-300 თვითმფრინავს, რომლებიც კომპანიამ პირდაპირ ქარხნიდან მიიღო. ავიაკომპანიის მთავარი აქციონერი ლატვიის სახელმწიფოა. ის ფლობს აქციების 97,96%-ს.
2023 წლის ზაფხულის სეზონზე airBaltic-ის ახალი მარშრუტები რიგიდან:
- სტამბოლი
- ჰანოვერი
- ბუქარესტი
- პორტო
- ბურგასი
- ბილბაო
- ტივატი
- ერევანი
- ბელგრადი
- ბაქო
airBaltic -ის ახალი მარშრუტები ტალინიდან:
- სპლიტი
- როდოსი
- დუბროვნიკი
- ჰერაკლიონი
airBaltic-ის ახალი მარშრუტები ვილნიუსიდან:
- მალაგა
- პალმა დე მაიორკა
- ნიცა
- ჰერაკლიონი
airBaltic ახალი მარშრუტები ტამპერედან:
- ნიცა
- მილანი.