ავიაკომპანია Austrian Airlines-მა გრძელმაგისტრალურ რეისებზე მფრინავი შეფ-მზარეულები დააბრუნა. შეფ-მზარეულები კვების კომპანია DO & CO-ს თანამშრომლები არიან და ფრენის დროს Austrian Airlines-ის მგზავრებს საკვებით უზრუნველყოფენ.

ზოგადად თვითმფრინავებში ეს ადამიანები ემსახურებიან მხოლოდ ბიზნეს კლასის მგზავრებს. შეფ-მზარეულები იღებენ საკვებზე შეკვეთებს, აძლევენ რეკომენდაციებს, რომელი კერძი გასინჯონ, აკეთებენ კერძების სერვირებას და შემდეგ ურიგებენ მგზავრებს.

იმის გამო, რომ თვითმფრინავის მგზავრების კვება ადგილზე მზადდება, მფრინავი შეფ-მზარეულების მთავარი ამოცანაა რესტორნის ატმოსფეროს შექმნა შესაბამისი უნიფორმის დახმარებით.

Austrian Airlines-ს მსგავსი სერვისი 2020 წლის გაზაფხულიდან არ გაუწევია, რაც თავის მხრივ დაკავშირებული იყო COVID-19-თან ბრძოლის საკარანტინო ზომების გამო.

ახლა, Austrian Airlines-მა არა მხოლოდ დააბრუნა მზარეულები თვითმფრინავში, არამედ გეგმავს მთლიანად განაახლოს ბიზნეს კლასის კვების სერვისი 2023 წლის ზაფხულში.