2 მაისიდან airBaltic-ი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში პირველად დაიწყებს ოპერირებას.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, ლატვიის ეროვნული ავიაკომპანია რიგა-ბათუმი-რიგას საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში ორჯერ, Airbus 220 ტიპის საჰაერო ხომალდებით განახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ airBaltic თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2006 წლიდან ოპერირებს, ავიაკომპანია ზაფხულის სეზონზე რიგის მიმართულებით ფრენებს კვირაშის ოთხჯერ ასრულებს.