ევროკომისიამ, Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მიზნით, ავიაკომპანია airBaltic-თვის 33,4 მილიონი ევროს ოდენობის სახელმწიფო დახმარება დაამტკიცა. აღნიშნულის შესახებ პორტალი bb.lv ევროკომისიის ლატვიის წარმომადგენლობაზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც bb.lv-ს ლატვიაში ევროკომისიის წარმომადგენლობაში აცნობეს, კომისიამ გადაწყვიტა, რომ ავიაკომპანიისთვის ამ თანხის გამოყოფა შეესაბამება ევროკავშირის წესებს სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ.