მსოფლიოში ყველაზე დიდი სატვირთო თვითმფრინავი An-225 Mriya გოსტომელის აეროპორტის ანგარიდან, უტილიზაციის მიზნით, გამოიტანეს.
უკრაინულმა გამოცემამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ თვითმფრინავის ფიუზელაჟის ნაწილი ანგარიდან ბუქსირით გამოაქვთ.

როგორც ცნობილია რუსმა ოკუპანტებმა გოსტომელის აეროპორტში An-225 Mriya გაანადგურეს. ამის შემდეგ კი Mriya-ს კაპიტანმა დიმიტრი ანტონოვმა განაცხადა, რომ Antonov-ის ხელმძღვანელობა ირიბად არის პასუხისმგებელი უნიკალური თვითმფრინავის დაკარგვაზე, რადგან მან არ ისარგებლა ნატოს შეთავაზებით, დროულად გადაეყვანათ An-225 Mriya უსაფრთხო აეროპორტში. შეგახსენებთ, რომ რუსულმა ოკუპანტებმა მსოფლიოს უდიდესი თვითმფრინავი AN-225 Mriya ააფეთქეს. თვითმფრინავს პირველად თავს 24 თებერვალს დაესხნენ. FlightRadar-ის მონაცემებით, 5 თებერვლის შემდეგ თვითმფრინავი გოსტომელის აეროდრომზე იდგა. 27 თებერვალს კი უკრაინულმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ საჰაერო ხომალდი განადგურდა. AN-225-ის სატვირთო კაბინაში შესაძლებელია მოთავსდეს 50 ავტომობილი. მისი წონა ტვირთის გარეშე 250 ტონაა, ხოლო მაქსიმალური დატვირთვით 600 ტონა. საჰაერო ხომალდის საშუალო სიჩქარე 700 კმ/სთ-ია, ხოლო მაქსიმალური – 850კმ/სთ. დღესდღეობით მსოფლიოში მხოლოდ ერთი AN-225 არსებობდა და ის უკრაინული ავიაკომპანია და თავისივე მწარმოებლის Antonov Airlines-ის კუთვნილება იყო.