AviaNews – ლატვიურმა ავიაგადამზიდავმა airBaltic-მა შესაძლოა IPO განახორციელოს. Air Transport World-ი წერს, airBaltic-ი ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების განთავსებას 2019 წლის ზაფხულ-შემოდგომის პერიოდში გეგმავს.
airBaltic-ს პრივატიზაცია ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო, როდესაც გერმანელი ინვესტორის ხელში ავიაკომპანიის აქციათა 20%-ი გადავიდა. მოლაპარაკებების შემდეგ კი მისი წილი სხვა კერძო პირებმა შეიძინეს. სამომავლოდ კი სახელმწიფო მასზე რიცხული ავიაკომპანიის გასხვისებას განიხილავს. ყველაზე კარგი ვარიანტი კი აქციების სტრატეგიულ პარტნიორებზე გაყიდვაა.