ბალტიისპირეთის ლიდერმა ავიაკომპანიამ, ლატვიურმა სახელმწიფო ავიაგადამზიდავმა airBaltic-მა საკონსალტინგო კომპანია დაიქირავა, რომელიც მას ინვესტორის მოძიებაში დაეხმარება.
airBaltic-ი ამ დროისათვის ოთხი ტიპის თვითმფრინავებს ექსპლუატირებას ახდენს, რომელთა რაოდენობა მთლიანობაში 30 ერთეულს აჭარბებს. ავიაგადამზიდავის ფლოტში Airbus A220-ები ჭარბობენ.
ცნობილია, რომ Greenhill & Co მზადაა airBaltic-ს IPO-შიც დაეხმაროს, რომელიც სავარაუდოდ შემოდგომისთვის იგეგმება.