ავიაკომპანია Turkish Airlines-ის შვილობილმა Turkish Cargo-მ აეროპორტ „სტამბოლიდან“ პირველი სატვირთო რეისი განახორციელა და ტვირთები ანკარასა და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის მიმართულებით გადაიტანა.

როგორც ცნობილია, თურქეთი ორიენტირებულია მსოფლიოს ლოჯისტიკური ცენტრი გახდეს და საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 6 მლნ ტონა შეადგინოს.

საჰაერო გზით გადატანილი ტვირთების მიხედვით კი ლიდერი Turkish Airlines-ი და მისი შვილობილი Turkish Cargo-ა, რომელიც ცდილობს, რომ ინვესტიციების რაოდენობა გაზარდოს, ავიაპარკი კიდევ უფრო გაზარდოს და მსოფლიოს მასშტაბით კიდევ უფრო მეტ ტვირთს მოემსახუროს. ამ მიზნის მისაღწევად კი კომპანიას 2023 წლამდე მკაცრად გაწერილი გრაფიკი უკვე აქვს.