ლატვიური ავიაკომპანია airBaltic ბორტგამცილებელს, პილოტებს და სახმელეთო პერსონალს თავიანთი ტატუების და პირსინგების გამოჩენის შესაძლებლობას აძლევს. ავიაკომპანიამ ასევე შეამცირა პერსონალის თმასთან დაკავშირებული შეზღუდვები.

„აქამდე ჩვენ გვქონდა იგივე მიდგომა, როგორც ავიაკომპანიების უმეტესობას – ტატუ მხოლოდ მაშინ იყო დაშვებული, თუ მათი ადვილად დამალვა შეიძლებოდა ეკიპაჟის ფორმების ქვეშ“, – თქვა airBaltic-ის ადამიანური რესურსების ვიცე-პრეზიდენტმა ალინა არონბერგამ.

მისი თქმით. კომპანიამ მნიშვნელოვნად გაამარტივა ეს წესები, რაც საშუალებას მისცემს airBaltic-ის თანამშრომლებს გამოავლინონ თავიანთი ინდივიდუალობა, რაც მოიცავს ტატუს, პირსინგს და გაშლილ თმას და ასე შემდეგ.

წლების განმავლობაში ბორტგამცილებლებს უწევდათ გარეგნობის მკაცრი წესების დაცვა, მათ შორის ტატუზე შეზღუდვის ჩათვლით. თუმცა, მთელ მსოფლიოში ავიაკომპანიები თანდათან უფრო მოქნილ პოლიტიკას ნერგავენ ამ კუთხით.

ბრიტანულმა ავიაკომპანია Virgin Atlantic-მა მაისში გამოაცხადა, რომ ბორტგამცილებელს უფლებას მისცემდა ხელის ტატუს გამოჩენაზე, რითაც გახდა პირველი გადამზიდავი ქვეყანაში, რომელმაც შეამსუბუქა სხეულის ხელოვნების შეზღუდვები.

კორეელმა Aero K-მ ბორტგამცილებელთათვის გენდერულად ნეიტრალური ფორმა შემოიღო. გადამზიდავი პოზიციონირებს, როგორც პროგრესულ კომპანია, რომელიც ნაკლებად ზღუდავს ბორტგამცილებლების გარეგნობას, განსაკუთრებით კი ქალების.