ლატვიური ავიაკომპანია airBaltic-ი Airbus-ისგან კიდევ 30 ერთეულ A220-300 თვითმფრინავს შეიძენს.
ახალი კონტრაქტი Dubai Airshow 2023-ის ფარგლებში გაფორმდა. აღნიშნული დოკუმენტი ასევე ამ ტიპის კიდევ 20 თვითმფრინავის შეძენის უფლებას ითვალისწინებს.
მანამდე ავიაკომპანიამ კონტრაქტი 50 ერთეული Airbus A220-300-ის შესყიდვაზე გააფორმა, ამ ტიპის თვითმფრინავის კიდევ 30 თვითმფრინავის შეძენის ოფციით. ახალ შეკვეთასთან ერთად, airBaltic გეგმავს A220-300 ფლოტის ზრდას 100 თვითმფრინავამდე.
აღნიშნული ტიპის პირველი თვითმფრინავი ავიაკომპანიას 2016 წლის ბოლოს გადაეცა, ხოლო 2020 წლის მაისიდან airBaltic ახორციელებს ყველა ფრენას ექსკლუზიურად A220-300-ით.
airBaltic-ის ფლოტში ამჟამად 44 ერთეული A220-300 თვითმფრინავია.
როგორც ცნობილია, airBaltic-ის ბრუნვამ 2022 წელს 500,17 მილიონი ევრო შეადგინა, რაც 2,5-ჯერ მეტია 2021 წლის მონაცემებთან შედარებით. საანგარიშო პერიოდში კომპანიის წმინდა ზარალი 2,5-ჯერ შემცირდა – 54,219 მილიონ ევრო შეადგინა,
აღსანიშნავიამ, რომ airBaltic-ის 97,97%-ს ლატვიის სახელმწიფო1 დლობს, ხოლო დარჩენილ 2.03%-ს კომპანია Aircraft Leasing 1.