დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია AirAsia X გლობალურ გაფართოებას იწყებს. ავიაკომპანია ბაჰრეინში თავის პირველ აზიისგარე ბაზას ხსნის, რაც მას საშუალებას მისცემს, 2026 წლის 26 ივნისიდან ლონდონის (გატვიკის აეროპორტი) მიმართულებით ფრენები განაახლოს. ეს იქნება კუალა-ლუმპური–ბაჰრეინი–ლონდონის მარშრუტი, რომელიც ბრიტანეთის დედაქალაქთან კავშირს 10-წლიანი პაუზის შემდეგ აღადგენს.

ამ ისტორიული ნაბიჯისთვის ავიაკომპანია გამოიყენებს ახალ, ვიწროფიუზელაჟიან Airbus A321XLRთვითმფრინავებს. ეს ხომალდები სპეციალურად შორ მანძილზე ფრენისთვისაა შექმნილი და ბიუჯეტურ მოგზაურებს საშუალებას მისცემს, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან ევროპაში ხელმისაწვდომ ფასად, ახლო აღმოსავლეთში ერთი გადაჯდომით მოხვდნენ.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ტონი ფერნანდესმა აღნიშნა, ბაჰრეინი გახდება სტრატეგიული ჰაბი, რომელიც აზიას ევროპასა და აფრიკასთან დააკავშირებს. ავიაკომპანია გეგმავს, რომ მომავალში ბაჰრეინში 100-მდე საჰაერო ხომალდი განათავსოს და მნიშვნელოვანი კონკურენცია გაუწიოს რეგიონის მსხვილ გადამყვანებს. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და საწყის ეტაპზე მგზავრებს სპეციალური სარეკლამო ტარიფებიც სთავაზობენ.