ავიაკომპანია AirAsia-მ და ევროპულმა ავიამშენებელმა Airbus-მა 362 ერთეული ახლო და საშუალო მაგისტრალურ A321 neo-ზე გააფორმეს ხელშეკრულება.

ირკვევა, რომ Airbus-ი ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხომალდებს 2035 წლამდე მიაწვდის.

იმავდროულად, ავიაკომპანიის მიერ ადრე შეკვეთილი 13  ერთეული A320 neo შეიცვლება უფრო დიდი იგივე მოდელის თვითმფრინავით.

Airbus-ის კომერციულმა დირექტორმა კრისტიან შეერმა თქვა, რომ AirAsia-სთან შეთანხმება არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ თანამშრომლობს თვითმფრინავების მწარმოებელი საკუთარ მომხმარებლებთან, რომლებიც კორონავირუსის გამო კრიზისში არიან. გარიგების ღირებულება ამ დროისათვის კონფედენციალური რჩება.

AirAsia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ბო ლინგამმა განმარტა, რომ მისმა კომპანიამ გადახედა მარშრუტების ქსელს, ფლოტის სტრატეგიას და ელოდება, რომ საჰაერო მოგზაურობაზე მოთხოვნა გაიზრდება. გარდა ამისა, ახლახანს AirAsia-მ 100 მლნ ევროს სესხზე წვდომა მიიღო. სესხის 80% გარანტირებულია თავად მალაიზიის სახელმწიფოს მიერ.

უცხოური მედიის ცნობით, Airbus-თვის, მალაიზიის ავიაკომპანიის შეკვეთა რამდენიმე ათეულ მილიარდ ევროს შეადგენს. კონტრაქტის გაფორმებისას, Airbus-მა გააკეთა ძალიან სერიოზული დათმობები. კერძოდ, Airbus-მა შეცვალა თვითმფრინავების მიწოდების გრაფიკი და არაერთი ხელშეკრულების პირობა AirAsia-ს სასარგებლოდ.

შეგახსენებთ, რომ AirAsia აზიაში ყველაზე დიდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 400 -ზე მეტ მიმართულებით ოპერირებს.