ახალი ზელანდიის ყველაზე დიდი ოკლენდის აეროპორტში საჰაერო ხომალდის ბიზნეს კლასში ვაქცინაცია 300 ადამიანს ჩაუტარდა. ერთგვარი აქცია, როგორც ვაქცინაციის მარათონის დასაწყისი, 16 ოქტომბერს გამართა. 

ამ მიზნისათვის ქვეყნის უმსხვილესმა ავიაგადამზიდავმა Air New Zealand-მა გრძელმაგისტრალური Boeing 787-9 გამოყო.

იმისათვის, რომ მსურველს ბორტზე ვაქცინაცია ჩაეტარებინა, ამისათვის მხოლოდ წინასწარ დარეგისტრირება იყო საჭირო. 

ბორტზე ვაქცინირებულებს კი სპეციალური ჩასხდომის ბარათები დაურიგდათ, როგორც საბუთი იმისა, რომ მათ COVID-ვაქცინაციის პირველი დოზა ჩაიტარეს. 

საჰაერო ხომალდში ასულ ადამიანებს ბორტგამცილებლები ხვდებოდნენ და ესალმებოდნენ, იქ ყველაფერი ისე იყო, როგორც რეისის განხორციელებამდე. 

​Pfizer-ის ვაქცინა მსურველებს ბიზნეს კლასში ჩაუტარდათ, ხოო შემდგომ 15 წუთიანი დაყოვნებისათვის ეკონომ კლასში გადმოინაცვლეს, სადაც მათ იმ ტკბილეულით უმასპინძლდებოდნენ, რასაც Air New Zealand-ი გრძელმაგისტრალური რეისისას არიგებს.