ინდური ავიაკომპანია Air India საქართველოს მიმართულებით 26 და 30 ივნისს ​სპეცრეისებს განახორციელებს, რომლითაც ინდოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ეკაკუაციას მოახდენს.

როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს მიერ გამოქვეყნებულ განრიგშია აღნიშნული, მუმბაი-თბილისი-მუმბაის საჰაერო ხაზზე  Air India პირველ სპეცრესისს 26 ივნისს განახორციელებს, ხოლო დელი-თბილისი-დელის მიმართულებაზე კი რიგით მეორე სპეცრეისი 30 ივნისისთვისაა ჩანიშნული.

აღსანიშნავია, რომ ინდოეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი, რეგულარული ფრენები არ ხორციელდება. 27 მაისს Air India-მ დელი-თბილისი-დელის მიმართულებაზე პირველი სპეცრეისი განახორციელა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დააბრუნა. საქართველოს 15 მოქალაქის გარდა Air India-ს ბორტზე ინდოეთში მყოფი აზერბაიჯანის რესპუბლიკის 18 მოქალაქეც იმყოფებოდა.

ინდოეთის გოას, რაჯასტანისა და მაჰარაშტრას შტატებიდან საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეების ტრანსპორტირება ქ. დელიში მოხდა საელჩოს მიერ სპეციალურად დაქირავებული ავტობუსით.