ინდოეთის ფლაგმანურმა გადამზიდავმა Air India-მ Maharaja (მაჰარაჯა) წარმოადგინა, მსოფლიოში პირველი ხელოვნური ინტელექტის (AI) ვირტუალური აგენტი, რომელსაც შეუძლია ყოველდღიურად დაამუშაოს 6000-ზე მეტი შეკითხვა ოთხ ენაზე: ჰინდი, ინგლისური, გერმანული და ფრანგული.
Maharaja მგზავრებს მაქსიმალურად დაეხმარება, რათა მიაწოდოს მათ დეტალური ინფორმაცია ფრენის სტატუსის შესახებ, ასევე უპასუხოს ბარგთან დაკავშირებული რეგულაციების, რეგისტრაციის პროცედურებთან, ლოიალობის პროგრამებთან, ბილეთის თანხის დაბრუნების წესების შესახებ კითხვებს.
ჩეთბოტებისგან განსხვავებით, რომელთა მუშაობა ეფუძნება წესებს ან საკვანძო სიტყვებს, ხელოვნური ინტელექტს ესმის მომხმარებლის მოთხოვნის კონტექსტი, რაც მის პასუხებს უფრო ლოგიკურს და სრულყოფილს ხდის.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ციფრულმა მრჩეველმა უნდა „შეამციროს რუტინული საკითხების რაოდენობა, რაც საშუალებას მისცემს Air India-ს თანამშრომლებს ფოკუსირება მოახდინონ რთულ მარშრუტებზე და უზრუნველყონ უფრო ეფექტური ურთიერთქმედება მგზავრებთან“.
Maharaja უმეტეს მოთხოვნას უპასუხებს 80 წამში. თუმცა, კითხვების მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 15%-ის გადატანა მოხდება Air India-ის სატელეფონო ცენტრის თანამშრომლებთან.
ვირტუალური აგენტის შესაქმნელად ავიაკომპანიამ დადო პარტნიორობის ხელშეკრულება Microsoft-თან.
„ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის მომხმარებელთა გამოცდილების ახალი ეპოქის დასაწყისი და მოუთმენლად ველით, რომ უფრო მეტი ორგანიზაცია გაითავისებს ხელოვნური ინტელექტის ძალას“, – თქვა მარკო კასალაინამ, AI-ის ვიცე-პრეზიდენტმა Microsoft-ში.
Tata Group-ის მფლობელობაში მყოფმა Air India-მ გამოაცხადა საკუთარი თავის რებრენდინგის გეგმები. კომპანიამ უკვე შეუკვეთა 500-ზე მეტი თვითმფრინავი და 2024 წლის მარტისთვის მარშრუტების განრიგს 400-ზე მეტ ყოველდღიურ რეისს დაამატებს.