ინდურ დაბალბიუჯეტიან ავიაგადამზიდავს გაფართოების მიმართულებით დიდი გეგმები აქვს. როგორც უცხოური მედია წერს, Air India Express-ი, რომელიც ავიაკომპანია Air India-ს დაბალბიუჯეტიანი ფილიალია, მისი ახალი მფლობელის Tata Group-ის ქვეშ საერთაშორისო მიმართულებით მნიშვნელოვან გაფართოებას აპირებს. აღნიშნულის შესახებ ავიაკომპანიის წარმომადგენელმა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ღონისძიებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ავიაკომპანია აპირებს სწრაფად გააფართოვოს თავისი ქსელი მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში.
Air India Express-ის მთავარმა კომერციულმა ოფიცერმა ტარა ნაიდუმ განმარტა, რომ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას სურს გააფართოვოს თავისი ქსელი ახალი მფლობელის ქვეშ და შეინარჩუნოს რეგიონთაშორისი მარშრუტების შეთავაზების სტრატეგია.
მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში AI Express-ს შეუძლია დააკავშიროს ინდოეთის ქალაქები კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან, როგორც სტრატეგიული გაფართოების გეგმის ნაწილი. Air India Express იკვლევს დაახლოებით 30 ქვეყანას, მათ შორის კამბოჯას, ჩინეთს, ინდონეზიას, ფილიპინებს, თურქეთს და ვიეტნამს, თქვა ნაიდუმ.