ფინური ავიაკომპანია Finnair-ის წარმომადგენლები რუსეთის საჰაერო სივრცის დახურვის გამო მრავალმილიონიან ზარალზე აცხადებენ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე ფინეთისთვის დაკეტილია, ფრენები ფინეთის ყურის გავლით კალინინგრადის მიმართულებით მაინც ხორციელდება, თუმცა ნავიგაციის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით პრობლემებია” რუსული მხარე არ იხდის საფასურს.

„ფრენის აკრძალვის გამო, ჩვენ ყოველთვიურად ვკარგავთ თითქმის 1,5 მილიონ ევროს, რომელიც შეგვეძლო მიგვეღო საჰაერო ნავიგაციის საფასურიდან“, – თქვა საჰაერო მოძრაობის კონტროლის მენეჯერმა მეტს-ანდერს ნიბერგმა.

მან განმარტა, რომ პრობლემის ნაწილი იყო ის, რომ რუსული თვითმფრინავები ისე დაბლა დაფრინავდნენ, რომ საჭირო თანხების ჩამოწერა შეუძლებელი იყო. გარდა ამისა, ზოგიერთი თვითმფრინავი იყენებს ე.წ. „კონტროლირებად საჰაერო სივრცეს“.

შედეგად, ფინურმა ავიაკომპანიამ Finnair-მა დაიწყო ფრენების განხორციელება აზიის მიმართულებით კავკასიისა და ჩრდილოეთ პოლუსის გავლით. ამასთან, ფრენების ხანგრძლივობა რამდენიმე საათით გაიზარდა. ფინელებს ასევე მოუწიათ მარშრუტების შეცვლა სინგაპურსა და ბანგკოკში – მგზავრობის დრო 1,5 საათით გაიზარდა.

ამავე დროს, მეტი საწვავია საჭირო ფრენის განსახორციელებლად რაც, თავის მხრივ, ზრდის თვითმფრინავის წონას, დასძინა ნიბერგმა.

„სიტუაცია რთულია. თუმცა, ჩვენ ვაგრძელებთ მარშრუტების ფუნქციონირებას აზიაში, რადგან ტვირთის გადაზიდვაზე მოთხოვნა ზამთარ-ზაფხულში მაღალი იყო, ასევე მაღალი იყო საჰაერო ტრანსპორტირების ფასები“, – ამბობს გაბრიელა ჰიტოლა, Finnair-ის საჰაერო მოძრაობის კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი.