Air France-მა ბორტზე ინტერნეტის ახალი სატარიფო გეგმა აამოქმედა, რომელიც უფასო ინტერნეტ ტარიფსაც ითვალისწინებს.
ტარიფი Message, დამატებითი თანხის გადახდის გარეშე, Air France-ს მგზავრს საშუალებას აძლევს გარკვეული დროით ისარგებლოს Facebook Messenger-ით, Whatsapp-ით, iMessage-ით და WeChat-ით. ასევე შევიდეს ავიაკომპანიის საიტზე და ისარგებლოს Air France-ს მობილური აპლიკაციით.
სატარიფო გეგმა Surf-ი კი მგზავრებს საშუალებას აძლევს, მგზავრობის პერიოდში, ისარგებლონ სხვადასხვა საიტებით და ელექტრონული ფოსტით. აღნიშნული ტარიფის ფასი ახლო მარშრუტებზე 3 ევროა, საშუალო მაგისტრალურ რეისებზე 5 ევრო, ხოლო გრძელმაგისტრალურ ფრენებზე კი 18 ევრო. ასეთ ტიპის ფრენებზე არის ასევე საათობრივი ტარიფიც და ერთი საათით ინტერნეტის მოხმარება 8 ევრო ღირს.
ტარიფი Stream-ი მგზავრებს საშუალებას აძლევს გახსნან და უყურონ ვიდეოებს, განახორციელონ ვიდეო ტრანსლირება. აღნიშნული ტარიფი ხელმისაწვდომია მხოლოდ გრძელმაგისტრალურ რეისებზე და მისი ღირებულება 30 ევროა.
მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგი ბარათებით: Visa, Mastercard-ი, American Express-ი, ასევე PayPal-ის საშუალებით ან Flying Blue სისტემით.