ფრანგულმა ავიაგადამზიდავმა Air France-მა განახლებული პრემიუმ პროდუქტები წარმოადგინა. ავიაკომპანიის მიერ წარდგენილ სიახლეებს შორისაა ახალი ბიზნეს-კლასის სალონი, რომელიც შემოდგომაზე 12 ერთეულ  777-300ER-ში გამოჩნდება.

კომპანია წავიდა უკვე ნაცადი გზით და ბიზნესკლასში Safran-ის (ყოფილი Zodiac Aerospace) სავარძლებით მიიღებს კარს, რომელიც მგზავრს დანარჩენი მგზავრებისგან გამოყოფს.

სალონში დამონტაჟდება სულ 48 ადგილი. მგზავრებს ასევე ექნებათ წვდომა 17 დიუმიან 4K ეკრანებზე, WiFi-სა და Bluetooth-აუდიოზე. ირკვევა, რომ განახლდება პრემიუმ ეკონომ-კლასის სავარძლებიც.

გარდა ამისა, 2022 წლის ბოლოდან Air France დანერგავს “მდგრად” და დაბალანსებულ ფრანგულ კერძებს ყველა კლასში პარიზის აეროპორტებიდან გამგზავრებისას. ავიაკომპანიას თანდათან შემოაქვს ასევე შესაძლებლობა, რომ ბიზნეს-კლასის მგზავრებმა წინასწარ შეარჩიონ ცხელი კვება.