2019 წელი ჩვენ ფაქტობრივად აღვადგინეთ კი არა გადავუსწარით კიდეც, – აცხადებს თბილისში მდებარე სასტუმრო „ადამოს“ მენეჯერი მაია მახათაძე. სასტუმრო ბიზნესი მიმდინარე ჯავშნებით კმაყოფილია და მიიჩნევს, რომ მაისის შემდეგ ჯავშნების რაოდენობა კიდევ უფრო მზარდი იქნება, მით უმეტეს, რომ კოვიდ-რეგულაციების მოხსნის შემდეგ იზრდება კორპორატიული ჯავშნები.
“მაისი ტურისტული სექტორისთვის ერთგვარი გარდამავალი თვეა. მაისიდან გადავდივართ უფრო დატვირთულ სეზონზე. არც წლევანდელი წელია გამონაკლისი. მიუხედა არსებული გარემო ფაქტორებისა საკმაოდ დატვირთული პერიოდი გვაქვს. ეს ჩვენთვის ორმაგად სასიამოვნოა, რადგანაც პანდემიის გამო ტურიზმს საკმაოდ დიდი ჩავარდნა ჰქონდა. ამ დროისათვის ჯავშნები საკმაოდ აქტიურია. ჯავშნები შემოდის როგორც ონლაინ პლატფორმებიდან, ასევე პირდაპირი კომუნიკაციები სასტუმროსთან. განსაკუთრებით გააქტიურდა კორპორატიული ჯავშნები, რაც დაგეგმილ ჯავშნებს ნიშნავს და რაც საკმაოდ გვახარებს, ვიდრე ბოლო წუთებში გადაწყვეტილი მოგზაურობა.
ივნისის თვე ნაწილობრივ უკვე დატვირთული გაქვს. ჯავშნები არის შერეული. ჩვენს მაგალითზე ევროპა ცოტა მოსისტებს, მაგრამ მაინც არის ევროპული ჯავშნები. უფრო აქტიურია გალფის ქვეყნები. ირანიც საკმაოდ აქტიურია წელს, მიუხედავად იმისა, რომ ირანთან 3-4 წლიანი წყვეტა გვქონდა. აქტიურობენ ბალტიისპირეთის ქვეყნებიც. საკმოდ აქტიურია ასევე დსთ-ს სივრცის ქვეყნები. მინდა გითხრათ, რომ 2019 წელი ჩვენ ფაქტობრივად აღვადგინეთ კი არა, გადავუსწარით კიდეც.

შეგახსენებთ, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული აპრილის თვის სტატისტიკურ მონაცემებით, მიმდინარე  წლის აპრილში საქართველოში 244,293 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა,  ზრდა 2021  წლის აპრილის თვესთან შედარებით +184.9%-ს  შეადგენს, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი 37.7% პროცენტია.

საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 182,381  შეადგინა, რაც 140.5 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო ტურისტული  მოგზაურების 2019 წლის აპრილის თვის მონაცემების  52.3 პროცენტი აღდგენილია.

2022 წლის 4 თვეში ჯამში საქართველოში 820,796 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2021 წლის იანვარი-აპრილის პერიოდთან შედარებით  +272.3%-ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36.2 პროცენტი აღდგენილია.
წელს  4 თვეში საქართველოში 642,343 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა,  ეს მონაცემი +233.9 პროცენტით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის იანვარი-აპრილის პერიოდის საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 52.2 % აღდგენილია.