ნიდერლანდების ფინანსთა მინისტრმა ვოპკე ჰოკესტრამ განაცხადა, რომ ავიაკომპანია Air France-KLM-მა ​შესაძლოა მიმდინარე კრიზისი ვერ გადაიტანოს, თუ ის ხარჯებს არ შეამცირებს.


“Air France-KLM-ის გადარჩენა ჭეშმარიტება არ არის. მათ მოუწევთ გადახედონ თავიანთ ხარჯებს, თუნდაც არსებული ვითარების გათვალისწინებით. თუ ვივარაუდებთ, რომ ეს მდგომარეობა მომავალი წლის ბოლომდე გაგრძელდება, მათ კიდევ უფრო მოუწევთ ხარჯების შემცირება”, განაცხადა მინისტრმა.

ივლისში საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა ავიაკომპანიას 10,4 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარება გაუწიეს. საერთო ჯამში Air France პირობა დადო, რომ თანამშრომელთა 16%-ს შეამცირებდა, ხოლო KLM – 20%-ს. ამავე დროს, როგორც ჰოკესტრამ აღნიშნა, თუ ავიაკომპანიას დამატებითი სამთავრობო დახმარება სჭირდება, მას მასშტაბური რესტრუქტურიზაციის განხორციელება მოუწევს.

”KLM ყოველთვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნება ნიდერლანდების ეკონომიკისთვის. მაგრამ საკითხავია, საკმარისია ეს,” – თქვა მან.