Air France-KLM-ი Malaysia Airlines-ის შეძენის ფაქტს არ ადასტურებს. როგორც NOS იუწყება, ავიაკომპანია Air France-KLM-მა Malaysia Airlines-ის შეძენის ფაქტი არ დაადასტურა.

“Air France-KLM უარყოფს, რომ გეგმავს მთლიანად ან ნაწილობრივ შეიძიმოს Malaysia Airlines-ი”, – აღნიშნულია გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

როგორც ცნობილია ორი უმსხვილესი ავიაკატასტროფის შემდეგ, Malaysia Airlines-ი ფინანსურად პრობლემური ავიაკომპანია გახდა.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანიის შესაძლო გასხვისების შესახებ ცნობა მალაიზიური მედიით გავრცელდა.