ავიაკომპანია Air France-ის პილოტები სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ჟენევა-პარიზის რეისის დროს Airbus-ის კაბინაში მათ შორის ჩხუბი მოხდა. თუმცა ფრენამ კარგად ჩაიარა.
ავიაკომპანიის სპიკერმა ფრანგულ გაზეთ La Tribune-ს განუცხადა, რომ ინციდენტი ჯერ კიდევ ივნისში მოხდა. კონფლიქტი პირველ და მეორე პილოტებს შორის თითქმის აფრენისთანავე დაიწყო. შემდეგ ერთ-ერთმა მამაკაცმა მეორეს დაარტყა.
La Tribune-ის ცნობით, ბორტგამცილებელმა კაბინაში ხმაური გაიგონეს. მათი სწრაფი ჩარევის შედეგად საბოლოოდ ერთ-ერთმა პილოტმა ფრენის დარჩენილი ნაწილი არა სალონში, არამედ სამგზავრო განყოფილებაში გაატარა.
ამასთან, უცნობია კონფლიქტის ნამდვილი მიზეზი, რომელმაც პილოტები აიძულა ფიზიკური ძალის გამოყენება. ინციდენტის შესახებ ცნობილი საფრანგეთის უსაფრთხოებისა და ანალიზის ბიუროს (BEA) ანგარიშიდან გახდა. სააგენტოს ცნობით, Air France-KLM-ის განყოფილებას საფრანგეთში არაერთი დარღვევა აქვს. გადამზიდავი დაჰპირდა უსაფრთხოების აუდიტის ჩატარებას.
გარდა ამისა, BEA-მ ისაუბრა Air France-ის კიდევ ერთ რეისზე, რომელსაც საწვავის გაჟონვა დაუფიქსირდა. Airbus A330-ის პილოტებმა დააფიქსირეს, რომ თვითმფრინავის ავზებიდან 1,4 ტონა საწვავი იყო დაკარგული. ეს მოხდა ჩადის საჰაერო სივრცეში 2020 წლის დეკემბერში. მაგრამ მფრინავებმა იცოდნენ რა პრობლემის შესახებ ძრავა არ გამორთეს. მეტიც, მათ უახლოეს აეროპორტში ავარიული დაშვების გადაწყვეტილებაც კი არ მიიღეს.
ეკიპაჟმა განაგრძო ფრენა, რამაც გაზარდა ხანძრის და თვითმფრინავის ჩამოვარდნის რისკი. თუმცა, თვითმფრინავი საბოლოო ლოკაციაზე უსაფრთხოდ დაეშვა.
Air France-ის ბორტზე კიდევ ერთი ინციდენტი კაპიტნის არაადეკვატურობას უკავშირდება. კერძოდ, თვითმფრინავის Boeing 777-ის პილოტებმა შეაჩერეს დაშვება პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში, რადგან თვითმფრინავმა, სავარაუდოდ, მიახლოებაზე რეაგირება არ მოახდინა, ამავდროულად, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეებმა გაიგეს, რომ პილოტი კარგავდა თავის მდგომარეობას. მოგვიანებით, რეისი მეორე მცდელობით დაეშვა.