პარიზის მოდის კვირეულზე, რომელიც გასულ კვირაში გაიმართა, მაღალი მოდის ფრანგულმა სახლმა Balmain, რომელიც დიზაინერ პიერ ბალმეინის მიერაა დაარსებული, 2021-2022 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექციაზე ფილმი წარმოადგინა, რომელიც Air France-ს ანგარშია გადაღებული. გადაღებები პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში განთავსებულ Air France-ს ანგარში მიმდინარეობდა
ამ ვირტუალურ ჩვენებაში ორი სამყარო გაერთიანდა: მოდისა და ავიაციის, რათა საფრანგეთის ელეგანტურობა მსოფლიო აუდიტორიას აჩვენონ.
ფრანგულმა ავიაკომპანიამ დიზაინერს საშუალება მისცა პოდიუმი პირდაპირ Boeing 777-300-ის ფრთებზე მოეწყო და მოდელებს Airbus A350-ის გარშემო თავისუფლად ესეირნათ. ცხადია ჩვენება და გადაღებები უსაფრთხოების მკაცრი წესების შესაბამისად წარიმართა.