კანადის უმსხვილესმა ავიაკომპანია Air Canada-მ 500 ერთეული Apple iPad უტილიზაციაზე გაუშვა. აღნიშნულ პლანშეტებს ავიაკომპანიის პილოტები 2015 წლიდან იყენებდნენ, თუმცა წლების განმავლობაში მათი ნაწილი გამოუსადეგარი გახდა და საწყობში ინახებოდა.
ტაბლეტების ნაგავსაყრელზე გადაყრის ნაცვლად, Air Canada- მ იპოვა კონტრაქტორი, რომელიც მას დაეხმარებოდა ტექნიკის გადამუშავებაში და მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურებაში, რაც პლანშეტების მეხსიერებაში ინახებოდა.
პირველ რიგში, iPad დაიშალა, რათა ლითიუმ-იონის ბატარეები ამოეღოთ, რადგან ისინი შეიძლება საზიანო ყოფილიყვნენ გარემოსთვის.
ამის შემდეგ მოწყობილობები გაგზავნეს დასაქუცმაცებლად, საიდანაც ამოიღეს ლითონი, რადგანაც ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ახალი მოწყობილობების წარმოებისთვის.
ამ გადამუშავებით შესაძლებელი გახდა 328 კგ მასალების ხელახლა გამოყენება, რომლებიც ადრე ნაგავსაყრელზე გაიგზავნებოდა.