ეგვიპტური ავიაკომპანია Air Cairo საქართველოს მიმართულებით ფრენებს ანახლებს. საქართველოში Air Cairo-ს გენერალური აგენტი კომპანია “ავიაქსელის” (Avianet) ინფორმაციით, Air Cairo შარმ-ელ-შეიხი-თბილისი-შარმ-ელ-შეიხის საჰაერო ხაზზე ოპერირებას 2 იანვრიდან შეუდგება. რეისები კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ კვირა დღეს შესრულდება.
ეგვიპტური ავიაკომპანია Air Cairo საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს და თბილისის მიმართულებით ფრენებს შარმ-ელ-შეიხიდან და ჰურგადადან ახორციელებდა.
Air Cairo წარმოადგენს EGYPT AIR-ის წილობრივ საკუთრებაში მყოფ შვილობილ ავიაკომპანიას, რომელიც დაბალ ტარიფიან (Low Cost) მოდელზე დაფუძნებულ სერვისებს სთავაზობს მგზავრებს.