ეგვიპტური ავიაკომპანია Air Cairo-მ საქართველოს მიმართულებით ფრენები განაახლა. როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს, Air Cairo შარმ-ელ-შეიხი-თბილისი-შარმ-ელ-შეიხის საჰაერო ხაზზე 31 დეკემბრიდან კვირაში 1 სიხშირით ოპერირებს. რეისებს ავიაკომპანია ყოველ კვირა დღეს ასრულებს. შარმ-ელ-შეიხი-თბილისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 08:35 საათზე სრულდება, ხოლო გაფრენა შარმ-ელ-შეიხის მიმართულებით 09:35 საათზეა.
ეგვიპტური ავიაკომპანია Air Cairo საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს და თბილისის მიმართულებით ფრენებს შარმ-ელ-შეიხიდან და ჰურგადადან ახორციელებდა.
Air Cairo წარმოადგენს EGYPT AIR-ის წილობრივ საკუთრებაში მყოფ შვილობილ ავიაკომპანიას, რომელიც დაბალ ტარიფიან (Low Cost) მოდელზე დაფუძნებულ სერვისებს სთავაზობს მგზავრებს.