ლატვიურმა ავიაკომპანია airBaltic-მა გასულ წელს 3,34 მილიონი მგზავრი გადაიყვანა, რაც 2,1-ჯერ მეტია 2021 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, მაგრამ 33,8%-ით ნაკლები 2019 წლის მაჩვენებლებზე.

როგორც აღინიშნა, 2022 წელს განხორციელდა 37,3 ათასი რეისი – 59,1%-ით მეტი წინა წელთან შედარებით, მაგრამ 40,6%-ით ნაკლები ვიდრე პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით.

დეკემბერში airBaltic-მა 288,9 ათასი მგზავრი გადაიყვანა, რაც 62%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საანგარიშო პერიოდში ავიაკომპანიამ შეასრულა 3,14 ათასი რეისი (ზრდა 12%-ით).

“წლის ბოლო თვე ადასტურებს, რომ ზამთრის სეზონი airBaltic-ისთვის კვლავ პერსპექტიულია. მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა ტრადიციულად მცირდება წლის ამ დროს, ახლა არის თანმიმდევრული ტენდენცია პანდემიამდელი შედეგებისკენ“, – აცხადებს  airBaltic-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი მარტინ გაუსი.

როგორც ცნობილია, 2021 წელს ავიაკომპანიამ გადაიყვანა 1,63 მილიონი მგზავრი და შეასრულა 23,44 ათასი რეისი, 2019 წელს – 5,05 მილიონი მგზავრი და 62,75 რეისი.