ყაზახური ავიაკომპანია Air Astana-ს მიერ ყაზახეთსა და საქართველოს შორის რეგულარული ფრენების აღდგენის თარიღი ამ დროისათვის უცნობია.

“ყაზახეთიდან საერთაშორისო რეისების განახლების საკითხი სამთავრობო დონეზე წყდება. Air Astana რეგულარულ ფრენებს მხოლოდ შესაბამისი ნებართვის მიღების შემთხვევაში განაახლებს“, – განაცხადა AviaNews-თან საუბრისას სამხრეთ კავკასიაში Air Astana-ს გენერალურმა მენეჯერმა კამილა ჟაილაუბაევამ.

Air Astana-ს წარმომადგენელი დადებითად აფასებს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად 1 მარტიდან საქართველოში შემოსვლა ყაზახეთის მოქალაქეებს PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით შეეძლებათ. აქამდე ყაზახეთის მოქალაქეების შემოსვლა მხოლოდ კოვიდ-ვაქცინაციით იყო დაშვებული, ქვეყანაში ვაქცინაცია კი ჯერ არ დაწყებულა.

„ახალი გადაწყვეტილება, დადებითად იმოქმედებს მგზავრთნაკადზე  და საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე“, – განაცხადა ჟაილაუბაევამ.