2020 წლის მონაცემებით, მსოფლიოში თვითმფრინავების ლიზინგის ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც COVID-19-ის პირდაპირი გამოძახილია. უცხოური მედიის ინფორმაციით, გასულ წელს ყველაზე პოპულარული A320ceo და Boeing 737NG მოდელების ლიზინგი საშუალოდ 34-35% -ით შემცირდა.

2020 წელს უმსხვილესი მწარმოებლები იძულებულნი გახდნენ ახალი თვითმფრინავები დიდი ფასდაკლებით გაეყიდათ, რაც შეთანხმებებზე უარის თქმის ან ავიაკომპანიების მხრიდან ფლოტის განახლებაზე მოთხოვნის შემცირების ფონზე მოხდა.