ავიაკომპანია Air Astana ქუთაისსა და თბილისში პილოტთა ღია შეხვედრას გეგმავს.

კომპანიის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ადრესატებმა უკეთ გაიცნონ ავიაკომპანიის პილოტის ცხოვრება და აღმოაჩინონ უამრავი შესაძლებლობა — კარიერული ზრდიდან დაწყებული, ყაზახეთში ცხოვრების გამოცდილებით დასრულებული.

შეხვედრები ქუთაისში 08 ნოემბერს 16:00 საათზე, თბილისში კი 9 ნოემბერს 16:00 საათზე გაიმართება.

რას გაიგებთ შეხვედრაზე:

Air Astana-ს შესახებ

დასაქმების პირობები და ბენეფიტები

ცხოვრება ყაზახეთში და ბაზების მდებარეობა

კარიერული ზრდის პერსპექტივები

შერჩევის პროცესი

გაინტერესებს?

  1. დარეგისტრირდი 👉 https://forms.gle/QtdZSYsKRBSdt95q8
  2. მიიღე დასტური შენი ადგილის შესახებ, როცა ღონისძიების დეტალები საბოლოოდ დამტკიცდება.