ყაზახეთის ავიაკომპანია Air Astana-მ 2023 წლის იანვარ-ივნისში 10,535 მილიარდი ტენგეს წმინდა მოგება მიიღო. ამის შესახებ კომპანიის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა.
როგორც უცხოური მედია წერს, ავიაკომპანიის მოგებამ 2022 წლის იმავე პერიოდში 4,949 მილიარდი ტენგე შეადგინა. ამრიგად, კომპანიის წმინდა მოგება საანგარიშო პერიოდში 2,1-ჯერ გაიზარდა.
2,1-ჯერ გაიზარდა მოგება გადასახადამდეც, რაც 13,819 მილიარდი ტენგეა, საოპერაციო მოგება – 34%-ით, 25,103 მილიარდ ტენგემდე.
ავიაკომპანიის შემოსავალი საანგარიშო პერიოდში გაიზარდა 29,6%-ით, 238,430 მლრდ ტენგემდე შეადგინა, შემოსავალი სამგზავრო გადაყვანებიდან გაიზარდა 29,7%-ით, 231,363 მლრდ ტენგემდე, ხოლო ტვირთისა და ფოსტის გადაზიდვებიდან – 14,2%-ით – 4,672 მლრდ ტენგემდე.
ირკვევა, რომ წლის დასაწყისიდან ავიაკომპანიის აქტივები გაიზარდა 2,9%-ით და 595,523 მლრდ ტენგე შეადგინა, ვალდებულებები გაიზარდა 2,7%-მდე, ანუ 521,883 მლრდ ტენგემდე, ასევე კაპიტალი 4,5%-მდე, ანუ 73,640 მლრდ ტენგემდე. სამაგიეროდ საწესდებო კაპიტალი არ შეცვლილა და 2,502 მილიარდი ტენგე შეადგინა.