საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალს საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ესწრებიან. სვანეთში მიმდინარე ფესტივალს ჟურნალისტები გერმანიიდან, კანადიდან და კორეიდან ეწივნენ. კულტურის თემატიკაზე მომუშავე 5 ჟურნალისტისთვის პრესტური ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამართა. ტურის ფარგლებში საქართველოს კულტურის, ტურისტული პოტენციალისა და მესტიის  ფესტივალის შესახებ სტატიები, რეპორტაჟები და ვიდეორგოლები მომზადდება შემდეგ პლატფორმებზე: torontofilmcritics.com, POV Magazine, TIP, filmreporter.defilmfestivals.com, Blickpunkt:Film და სხვა.  ფესტივალის და საქართველოში მოგზაურობის შესახებ ვიდეო მიმოხილვებს ამზადებს ჯეისონ ბორბერი, რომელიც ტორონტოს კინოკრიტიკოსთა ასოციაციის გვერდზე, ასევე სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე აიტვირთება.

ტურის ფარგლებში გერმანიის კრიტიკოსთა ასოციაციის BVMJ-ის გამგეობის წევრი და FIPRESCI-ის წევრი კატარინა დოკჰორნი სტატიებს მოამზადებს გერმანული გამოცემებისთვის. ცნობილი კორეელი ჟურნალისტი ჯაივონ შეოლი კი კორეული ჟურნალისთვის „კულტურა“ საქართველოს კულტურული ტურიზმისა და ფესტივალის შესახებ სტატიას მოამზადებს.