ავიაკომპანიის თანამშრომლების უნიფორმა თანდათან უფრო კომფორტული ხდება. აღნიშნულ ტენდენციას კიდევ ერთი გადამზიდავი, არაბული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia შეუერთდა.

“ჩვენი ახალი იერსახე ასახავს თანამედროვეობას და ახალგაზრდობას“, ავიაკომპანია ახალი კონცეფციის შინაარსს განმარტავს. 

Air Arabia-მ ყველა თანამშრომელს ტანსაცმელი შეუცვალა – ბორტგამცილებლებიდან და პილოტებიდან დაწყებული საინჟინრო და სახმელეთო პერსონალით დამთავრებული.