სომხეთის ეროვნული ინტერესების ფონდი (ANIF) და ავიაკომპანია Air Arabia Group-ი ერთობლივ “ლოუქოსტერს” ქმნიან, რომელსაც Fly Arna ერქმევა.
ავიაკომპანიის სახელის შერჩევა ერთობლივი საწარმოს დირექტორთა საბჭოს მიერ 2021 წლის ივლისში გამოცხადებული კონკურსის შედეგად მიღებული 500-ზე მეტი წინადადების საფუძველზე მოხდა. სიტყვა “Arnа” მომდინარეობს სახელწოდებიდან Armenian National Airlines.
Fly Arna იქნება დაბალბიუჯეტიანი სამგზავრო ავიაკომპანია, რომელიც ბაზირებული იქნება ერევნის ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტში (EVN). კომპანია უახლოეს კვირებში მიმართავს მარეგულირებელს საჰაერო ოპერატორის სერტიფიკატის მისაღებად.
ავიაკომპანიის ოპერირების დაწყების თარიღი, ფლოტის შესახებ ინფორმაცია და კონკრეტული მიმართულებები ოდნავ მოგვიანებით გახდება საჯარო.