ავიაკომპანიები Air Arabia და flydubai არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, 2022 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ქალაქ ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეისებს განახორციელებენ. საქართველოში ტურისტების მოზიდვის მიზნით არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მნიშვნელოვანი შეხვედრები მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტი ემირატებში წამყვანი ტურისტული სააგენტოების, მედიასაშუალებების, სარეკლამო კომპანიების, ავიაკომპანიებისა და ტურიზმის სამსახურების წარმომადგენლებს ხვდება. მათ შორის მნიშვნელოვანი შეხვედრები მიმდინარეობს ავიაკომპანიების Air Arabia-სა და FlyDubai-ის წარმომადგენლებთან, რომლებმაც საუბრისას აღნიშნეს, რომ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ემირატებიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყება. ავიაკომპანიებთან შეხვედრებს ესწრებოდა საქართველოს ელჩი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე.
მთავარი ავიაკომპანიები Air Arabia და flydubai ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეისებს განხორციელებას...