ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ესპანეთში, ქალაქ სევილიაში გამართულ ფორუმში „M&I Europe Spring 2022“ მიიღო მონაწილეობა.  საქმიანი ტურიზმის სფეროში ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ფორუმზე საკონვენციო და საგამოფენო ბიურო წევრ კომპანიებთან ერთად იყო წარდგენილი.

M&I Forum ღონისძიებები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში  15 წელია იმართება და თითოეულ ფორუმს  ასზე მეტი დანიშნულების მართვის ორგანიზაცია, სასტუმრო, სხვადასხვა ქვეყნის საკონვენციო ბიურო და ტურიზმის საბჭო ესწრება.

„M&I Europe Spring 2022“-ის მონაწილეებისათვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გამართეს საქართველოში საქმიანი ტურიზმის პოტენციალის შესახებ.