Twitter-ის მომხმარებელმა (ამჟამად X) მარიუს ნიკოლესკუმ (Marius Nicolescu) ხელოვნურ ინტელექტს სთხოვა (AI) დაეხატა „Ryanair-ის თვითმფრინავების მომავალი“. შედეგი მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

AI-ის მიერ შექმნილ სურათზე, თვითმფრინავში ადგილები ოთხ სართულზეა მოწყობილი. როგორც ჩანს, ბარგის თაროები მოიცავს სამ იარუსს. “ეს არ გამიკვირდა”, – წერს ნიკოლესკუ. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ხუმრობით გამოეხმაურა: „ძალიან ბევრი ფანჯარა“.

Ryanair უკვე დიდი ხანია მხარს უჭერს თვითმფრინავებზე ადგილების რაოდენობის ზრდის იდეას. ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ო’ლირიმ ფეხზე მდგომი ადგილების ტესტირებაც კი დაანონსა, მაგრამ საავიაციო მარეგულირებლებმა ეს იდეა არ მოიწონეს. ახლა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ცდილობს მიიღოს ახალი თვითმფრინავები დამატებითი ადგილებით. ერთ-ერთი მათგანი (189-ის ნაცვლად 197 ადგილით) უკვე შემუშავებულია Boeing-ის მიერ.