კომპანია Turkish Airlines-ის ინფორმაციით, აგვისტოში, გასული წლის აგვისტოსთან შედარებით, ავიაკომპანიის მგზავრთნაკადი 65%-ითაა შემცირებული. 2020 წლის აგვისტოში Turkish Airlines-ი 2,6 მლნ მგზავრს მოემსახურა.
Turkish Airlines-ში განმარტავენ, რომ შიდა რეისებზე მგზავრთნაკადი 47,1%-ით, ხოლო საერთაშირისო რეისებზე 75,4%-ითაა შემცირებული.
ასევე, ავიაკომპანიის დატვირთულობის კოეფიციენტი 67,6%-მდე დაეცა.
იანვარ-აგვისტოს მონაცემებით კი Turkish Airlines-ს მგზავრთნაკადი 61.3%-ით შეუმცირდა. საანგარიშო პერიოდში Turkish Airlines-ის მომსახურებით სულ 19.24 მლნ-მა მგზავრმა ისარგებლა.