2018 წლის აგვისტოში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა 9,8%-ოთ გაიზარდა და 1,294,926 ვიზიტი შეადგინა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, საერთაშორისო ვიზიტორთა მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 1,040,544 შეადგინა, ზრდა +10.7%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 737,049 შეადგინა, რაც 90,050-ით მეტია 2017 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე (ზრდა +13.9%).
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან (+15.8%), აზერბაიჯანიდან (+13.3%), სომხეთიდან(-5.7%) და თურქეთიდან (24.4%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: რუმინეთი +137%, ესტონეთი +86%, ნიდერლანდები +73%, გერმანია +58%, იტალია +54%, საფრანგეთი +45%, ჩეხეთი +40%, ესპანეთი +35%,გაერთიანებული სამეფო +30% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ინდოეთი +166%, კორეის რესპუბლიკა +126%, ჩინეთი +95%, ბელარუსი +47%, არაბთა გაერთიანებული საემირეობი +40% და სხვა.
ქვეყანა | 2017: აგვისტო | 2018:აგვისტო | ცვლილება | ცვლილება % | |
1 | რუსეთი | 196,173 | 227,114 | 30,941 | 15.8% |
2 | აზერბაიჯანი | 176,858 | 200,454 | 23,596 | 13.3% |
3 | სომხეთი | 194,537 | 183,500 | -11,037 | -5.7% |
4 | თურქეთი | 116,476 | 144,917 | 28,441 | 24.4% |
5 | საქართველო (არარეზიდენტი) | 47,921 | 51,326 | 3,405 | 7.1% |
6 | ირანი | 47,053 | 35,571 | -11,482 | -24.4% |
7 | უკრაინა | 23,167 | 24,560 | 1,393 | 6.0% |
8 | ისრაელი | 15,750 | 21,447 | 5,697 | 36.2% |
9 | საუდის არაბეთი | 17,908 | 16,406 | -1,502 | -8.4% |
10 | ბელარუსი | 8,918 | 13,151 | 4,233 | 47.5% |
11 | ყაზახეთი | 9,254 | 10,498 | 1,244 | 13.4% |
12 | პოლონეთი | 7,960 | 10,109 | 2,149 | 27.0% |
13 | გერმანია | 6,270 | 9,883 | 3,613 | 57.6% |
14 | ინდოეთი | 2,777 | 7,383 | 4,606 | 165.9% |
15 | აშშ | 5,465 | 6,107 | 642 | 11.7% |